logo
ENG



"საქმის გარჩევა" - შაბათის ფორმულამ მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა

11 დეკ 202120:12
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ 4 დეკემბერს, სანზონაში მომხდარი 15 წლის მოზარდის მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. დავით კრავეიშვილი გულმკერდის არეშე მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ 2 ადამიანი - ერთი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორე შეუტყობილებლობის ბრალდებით დააკავა. 

შაბათის ფორმულამ ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის ჩვენების მცირე ამონარიდი მოიპოვა. ჩვენებიდან ირკვევა, რომ სანზონაში მომხდარ მკვლელობას წინ მოზარდებს შორის სხვა დაპირისპირება უძღოდა. დაკითხული არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბერს, როდესაც საქმის გასარჩევად მოკლული კრავეიშვილის მეგობარმა დაიბარა, ადგილზე მისულებს 15 სხვა მოზარდი დახვდათ. ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ მათ ერთ-ერთის მამასთან დარეკეს, თუმცა ტელეფონზე საუბარი შეხვედრის ინიციატორმა მოზარდმა არ ისურვა.

ჩვენებით ირკვევა ისიც, რომ ბრალდებულებს უნდოდათ გაქცევა, თუმცა ყველა გასაქცევი გზა მათ გადაუღობეს. 

დაკავებულების ადვოკატები ითხოვენ, რომ ბრალი შეხვედრის ინიციატორსაც წარედგინოს. საუბარია, სავარაუდოდ, იმ მოზარდზე, ვის გამოც ჩხუბი დაიწყო. 

15 წლის დათო კრავეიშვილის მკვლელობის იარაღი - დანა, გამოძიებას ამ დრომდე არ უპოვია. ამასთან, მკვლელბაში ბრალდებულის ოჯახი ამბობს, რომ არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმეში დევს აღიარებითი ჩვენება, მაგრამ ორივე ირწმუნება, რომ მოზარდებისგან თავს იცავდნენ.

ასევე, შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მოზარდი ჩვენებაში ამბობს, რომ ის 6 თვის წინ მომხდარი ინციდენტის გამო საქმის გასარჩევად დაიბარეს. ჩვენებიდან ირკვევა, რომ გარჩევა ჰუდის გამო დაიწყო, თუმცა საბოლოოდ რა დროს და რა მიზეზით დაარტყეს დანა 15 წლის დათო კრავეიშვილს უცნობია.

"შეხვედრის ინიციატორმა მითხრა, რომ ჩემი მეზობელი იყო მისი შეყვარებული და მე და ჩემმა მეგობარმა მას ზაფხულში ჰუდი წავართვით", - წერია ჩვენებაში. 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას ამ დაპირისპირებაში ბრალი არ მიუძღის. ის შეხვედრის ინიციატორ მეგობარს გარჩევაზე სხვა 15-მდე მოზარდთან ერთად ახლდა.


close დახურვა